TikTok
TikTok ფოლოვერები, ლაიქები და ნახვები
TikTok-ზე ვიდეო ან „აფრინდება“, ან ჩუმად რჩება — და ამას ხშირად პირველი საათი წყვეტს. FollowHub-ზე ირჩევ პაკეტს, ჩასვამ ვიდეოს ან პროფილის ბმულს და იხდი ბარათით. ნახვები და ლაიქები რამდენიმე წუთში იწყება, ფოლოვერები კი პროფილს ამყარებს. პაროლი არასდროს გვჭირდება, მხოლოდ საჯარო ანგარიში.
TikTok ფოლოვერები
პროფილის ბმული (tiktok.com/@შენი_სახელი) და საჯარო ანგარიში. პაკეტები 300-დან 10 000-მდე.
TikTok ლაიქები
კონკრეტული ვიდეოს ბმული. ლაიქები რამდენიმე წუთში იწყება — ახლად ატვირთულ ვიდეოზე ყველაზე მეტს შველის.
როგორ მუშაობს
აირჩიე პაკეტი
Instagram, TikTok, YouTube, Telegram, Facebook — თითოეულზე რამდენიმე პაკეტია, ფასი წინასწარ ჩანს და არ იცვლება.
ჩასვი ბმული და გადაიხადე
პროფილი ან პოსტი საჯარო უნდა იყოს, სხვა არაფერი გვჭირდება. გადახდის შემდეგ მეილზე მოგივა შეკვეთის პირადი ბმული.
შეკვეთა იწყება
შეკვეთების უმეტესობა რამდენიმე წუთში იწყება, ზოგიერთი სერვისი კი რამდენიმე საათში. პროგრესს ბმულზე ხედავ, ხოლო თუ შეკვეთა ვერ დაიწყო, თანხა ავტომატურად გიბრუნდება.
ხშირი კითხვები
TikTok: ხშირი კითხვები
რომელი ბმული ჩავსვა?
პროფილისთვის: tiktok.com/@შენი_სახელი. ვიდეოსთვის: ვიდეოზე „გაზიარება“ → „ბმულის კოპირება“. აპიდან დაკოპირებული მოკლე ბმულებიც მუშაობს.
დახურულ ანგარიშზე იმუშავებს?
არა. ანგარიში და ვიდეო შეკვეთის დაწყებამდე და დასრულებამდე საჯარო უნდა იყოს. „მხოლოდ მეგობრებისთვის“ ვიდეოზე ნახვები ვერ მოვა.
რამდენ ხანში მოვა?
შეკვეთა გადახდისთანავე იწყება და 1-დან 12 საათამდე სრულდება. ნახვები და ლაიქები ხშირად პირველივე საათში მოდის.
For You-ში მოხვდება?
ამას ვერავინ დაგპირდება: For You-ს TikTok-ის ალგორითმი წყვეტს. ნახვები და ლაიქები პირველ საათში ვიდეოს საწყის სიგნალს აძლევს; დანარჩენი თავად ვიდეოზეა დამოკიდებული.
ვიდეო თუ წავშალე ან დავმალე?
შეკვეთა შეჩერდება და დარჩენილი ნაწილი ვერ მოვა. ვიდეო საჯარო დატოვე, სანამ შეკვეთა მიმდინარეობს.
რატომ ყიდულობენ TikTok ნახვებსა და ფოლოვერებს
TikTok-ზე ახალ ვიდეოს ალგორითმი ჯერ პატარა აუდიტორიას აჩვენებს და უყურებს, როგორ რეაგირებს ხალხი: ბოლომდე უყურებს თუ არა, აჭერს თუ არა ლაიქს. თუ პირველი სიგნალი სუსტია, ვიდეო იქვე ჩერდება. ნახვები და ლაიქები პირველ საათში ამ სიგნალს აძლიერებს, ფოლოვერები კი პროფილს ამყარებს — ვინც ერთი ვიდეოდან შემოვა, 30-ფოლოვერიან გვერდზე ნაკლებად რჩება, ვიდრე 3 000-იანზე.
როგორ მუშაობს FollowHub-ზე
ირჩევ პაკეტს, ჩასვამ ვიდეოს ან პროფილის ბმულს და იხდი ბარათით. შეკვეთა გადახდისთანავე ავტომატურად იწყება, ოპერატორს არ ელოდები. სტატუსს მეილზე მოსულ ბმულზე ხედავ: რამდენი მოვიდა, რამდენი დარჩა. თუ შეკვეთა ვერ დაიწყო, თანხა ავტომატურად ბრუნდება.
რას გირჩევთ
ნახვები ვიდეოს გამოქვეყნებიდან პირველ საათში შეუკვეთე — მოგვიანებით ეფექტი ნაკლებია. ნახვებთან ერთად ლაიქებიც აიღე, რომ პროპორცია ბუნებრივი დარჩეს: 50 000 ნახვა 12 ლაიქით უცნაურად გამოიყურება. ფოლოვერები ეტაპობრივად გაზარდე და ანგარიში საჯარო დატოვე, სანამ შეკვეთა მიმდინარეობს.
პატიოსნად
ეს მაჩვენებლების ზრდაა და არა ვირუსული გავრცელების გარანტია: შეძენილი ნახვები კომენტარებს არ დაწერენ და ვიდეოს არ გააზიარებენ. For You-ში მოხვედრას საბოლოოდ კონტენტი წყვეტს. TikTok-ს საკუთარი წესები აქვს და ხელოვნური ზრდა თეორიულად მათ ეწინააღმდეგება; პრაქტიკაში ზომიერი ზრდა პრობლემას არ ქმნის, მაგრამ გარანტიას ვერავინ მოგცემს. პაროლს არასდროს ვითხოვთ: შენს ანგარიშზე წვდომა მხოლოდ შენ გაქვს.
აირჩიე პაკეტი და დაიწყე
ფასი ლარშია და გადახდამდე ჩანს. შეკვეთა გადახდისთანავე იწყება.