დახმარება

ხშირი კითხვები

შეკვეთა, გადახდა, ვადები და დაბრუნება: მოკლედ და პირდაპირ.

როგორ შევუკვეთო?

აირჩიე პლატფორმა და პაკეტი, ჩასვი პროფილის ან პოსტის ბმული, მიუთითე მეილი და გადაიხადე ბარათით საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე. გადახდისთანავე შეკვეთა იწყება, მეილზე კი მოგივა პირადი ბმული, რომლითაც სტატუსს ნახავ.

სჭირდება თუ არა ჩემი პაროლი?

არა, არასდროს. გვჭირდება მხოლოდ საჯარო ბმული. თუ ვინმე FollowHub-ის სახელით პაროლს გთხოვს, ეს თაღლითობაა.

პროფილი დახურული მაქვს — იმუშავებს?

არა. პროფილი ან პოსტი შეკვეთის დაწყებამდე და დასრულებამდე საჯარო უნდა იყოს. დახურულ პროფილზე შეკვეთა ვერ შესრულდება, ხოლო თუ შესრულების დროს დახურე, დარჩენილი ნაწილი შეიძლება აღარ მოვიდეს.

რამდენ ხანში სრულდება შეკვეთა?

შეკვეთა გადახდისთანავე ავტომატურად იწყება და 1-დან 12 საათამდე სრულდება. დიდი რაოდენობა ეტაპობრივად მოდის და არა ერთბაშად, რომ ზრდა ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

როგორ გადავიხადო?

ბანკის ბარათით. გადახდა საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე ხდება, ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება. ფასი ლარშია და გადახდამდე ჩანს.

რა ხდება, თუ შეკვეთა ვერ დაიწყო?

თანხა ავტომატურად გიბრუნდება ბალანსზე, მეილზე კი მოგივა შეტყობინება მიზეზით. ბალანსით შეგიძლია სხვა შეკვეთა გააკეთო; თუ ბარათზე დაბრუნება გირჩევნია, მოგვწერე. დეტალები თანხის დაბრუნების პოლიტიკაშია.

კანონიერია ამ სერვისის შეძენა?

კი, საქართველოს კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. თუმცა სოციალურ ქსელებს საკუთარი წესები აქვთ და ხელოვნური ზრდა შეიძლება მათ ეწინააღმდეგებოდეს, და ეს რისკი შენია. პაროლს არასდროს ვითხოვთ, ამიტომ შენს ანგარიშზე წვდომა არავის აქვს.

საზიანოა ეს ჩემი პროფილისთვის?

ჩვენი პრაქტიკით, ზომიერი და ეტაპობრივი ზრდა პრობლემას არ ქმნის. ერთბაშად ძალიან დიდი რაოდენობა ახალ ან პატარა პროფილზე შესამჩნევია, ამიტომ პატარიდან დაწყებას გირჩევთ. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ პლატფორმა ვერაფერს შეამჩნევს.

შემიძლია შეკვეთის გაუქმება?

გადახდამდე უბრალოდ არ გადაიხადო: გადაუხდელი შეკვეთა ერთ საათში თავისით იხურება. გადახდის შემდეგ შეკვეთა მაშინვე გადადის შესრულებაზე და გაუქმება, როგორც წესი, აღარ შეიძლება. თუ შეკვეთა შეჩერდა, მიუწოდებელი ნაწილის თანხა ბალანსზე გიბრუნდება.

ფოლოვერები დროთა განმავლობაში შემიმცირდა

პლატფორმები ნაწილს დროთა განმავლობაში შლიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. პაკეტებს, რომლებსაც შევსების გარანტია აქვს, „შევსება N დღე“ უწერია: ასეთ შემთხვევაში დანაკლისს ვავსებთ. ვადის განმავლობაში შეკვეთის გვერდზე დააჭირე „შევსების მოთხოვნას“. შევსების გარანტიის გარეშე პაკეტებზე შემცირება არ კომპენსირდება.

შეკვეთა შესრულდა, მაგრამ ნაკლები მივიღე

მოგვწერე შეკვეთის კოდი და სქრინშოტი. თუ მიწოდებული ნაკლებია შეკვეთილზე, სხვაობას ვავსებთ ან თანხას პროპორციულად ვაბრუნებთ.

საჭიროა ანგარიშის გახსნა?

არა. საკმარისია მეილი: შეკვეთის ბმულიც და ბალანსიც მას უკავშირდება. ანგარიშში შესვლა მეილზე გაგზავნილი ბმულით ხდება, პაროლი არ არსებობს.

როგორ შევამოწმო შეკვეთის სტატუსი?

მეილზე მოსული ბმულით, ან შეკვეთის შემოწმების გვერდზე შეკვეთის კოდით.

შემიძლია ერთ ბმულზე ორი შეკვეთა ერთდროულად?

ჯობს არა. სანამ ერთი შეკვეთა მიმდინარეობს, იმავე ბმულზე იმავე სერვისის მეორე შეკვეთა შეიძლება ვერ დაიწყოს ან რაოდენობები აირიოს. დაელოდე დასრულებას და მერე გააკეთე შემდეგი.

ქართული აუდიტორიაა?

პაკეტებში აუდიტორია საერთაშორისოა. თუ ქართული აუდიტორია გჭირდება, მოგვწერე.

მე რამე მაქვს გასაკეთებელი? უკან უნდა დავაფოლოვო?

არა. არც გამოწერა, არც აპლიკაცია, არც პაროლი. მხოლოდ საჯარო ბმული.

შემიძლია 18+ ან შეზღუდულ ანგარიშზე შეკვეთა?

არა. ვმუშაობთ მხოლოდ საჯარო, შეუზღუდავ პროფილებზე. სექსუალური, აზარტული ან სხვა აკრძალული კონტენტის მქონე ბმულებზე შეკვეთას ვაუქმებთ თანხის დაბრუნების გარეშე, იხ. წესები და პირობები.

კითხვა დამრჩა

მოგვწერე. კონტაქტები ცალკე გვერდზეა და საიტის ბოლოშიც. ვპასუხობთ რაც შეიძლება სწრაფად.

კითხვა დაგრჩა? მოგვწერე →