ხშირი კითხვები
როგორ ვუკვეთავ?
აირჩიე პლატფორმა და პაკეტი, ჩასვი პროფილის ან პოსტის ბმული, მიუთითე მეილი და გადაიხადე ბარათით. გადახდისთანავე შეკვეთა შესრულებას გადაეცემა, მეილზე კი მოგივა პირადი ბმული, რომლითაც სტატუსს ნახავ.
სჭირდება თუ არა ჩემი პაროლი?
არა, არასდროს. გვჭირდება მხოლოდ საჯარო ბმული. თუ ვინმე FollowHub-ის სახელით პაროლს გთხოვს, ეს თაღლითობაა.
პროფილი დახურული მაქვს — იმუშავებს?
არა. პროფილი ან პოსტი შეკვეთის დაწყებამდე და დასრულებამდე საჯარო უნდა იყოს. დახურულ პროფილზე შეკვეთა ვერ შესრულდება, ხოლო თუ შესრულების დროს დახურე, დარჩენილი ნაწილი შეიძლება აღარ მოვიდეს.
რამდენ ხანში იწყება?
უმეტესობა რამდენიმე წუთში, ზოგიერთი სერვისი — რამდენიმე საათში. ტემპი კონკრეტულ სერვისზეა დამოკიდებული; სრულ კატალოგში სერვისის დასახელებაში ხშირად სისწრაფეც წერია. დიდი რაოდენობა ეტაპობრივად მოდის და არა ერთბაშად.
რა ხდება, თუ შეკვეთა ვერ დაიწყო?
თანხა ავტომატურად გიბრუნდება ბალანსზე, მეილზე კი მოგივა შეტყობინება მიზეზით. ბალანსით შეგიძლია სხვა შეკვეთა გააკეთო; თუ ბარათზე დაბრუნება გირჩევნია, მოგვწერე.
შემიძლია შეკვეთის გაუქმება?
გადახდამდე — უბრალოდ არ გადაიხადო: გადაუხდელი შეკვეთა ერთ საათში თავისით იხურება. გადახდის შემდეგ შეკვეთა მაშინვე გადადის შესრულებაზე და გაუქმება, როგორც წესი, აღარ შეიძლება. თუ პროვაიდერი თავად აჩერებს შეკვეთას, მიუწოდებელი ნაწილის თანხა ბალანსზე გიბრუნდება.
ფოლოვერები დროთა განმავლობაში შემიმცირდა
პლატფორმები ნაწილს დროთა განმავლობაში შლიან — ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სერვისებს, რომლებსაც რეფილი აქვს, კატალოგში შესაბამისი ნიშანი უწერია: ასეთ შემთხვევაში დანაკლისს ვავსებთ, თუ სერვისის აღწერაში მითითებულ ვადაში მოგვწერ. რეფილის გარეშე სერვისებზე შემცირება არ კომპენსირდება.
როგორ გადავიხადო?
Visa ან Mastercard ბარათით, ლარში. გადახდას ქართული საგადახდო სისტემა Flitt ამუშავებს; ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
საჭიროა ანგარიშის გახსნა?
არა. საკმარისია მეილი — შეკვეთის ბმულიც და ბალანსიც მას უკავშირდება. თუ გინდა, იმავე მეილზე პაროლს დააყენებ და ყველა შეკვეთას ერთ ადგილას ნახავ.
როგორ შევამოწმო შეკვეთის სტატუსი?
მეილზე მოსული ბმულით, ან შეკვეთის შემოწმების გვერდზე შეკვეთის კოდით.
შემიძლია ერთ ბმულზე ორი შეკვეთა ერთდროულად?
ჯობს არა. სანამ ერთი შეკვეთა მიმდინარეობს, იმავე ბმულზე იმავე სერვისის მეორე შეკვეთა პროვაიდერმა შეიძლება არ მიიღოს ან რაოდენობები აირიოს. დაელოდე დასრულებას და მერე გააკეთე შემდეგი.
კითხვა დამრჩა
მოგვწერე — კონტაქტები გვერდის ბოლოშია. ვპასუხობთ რაც შეიძლება სწრაფად.